„ჩვენი პროდუქცია, განსაკუთრებით საბავშვო კოლექციები მწარმოებლის დონეზე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტების ყველანაირი დოკუმენტაციით“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ LC Waikiki-ის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა მაკა ჭანიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ბელარუსში LC Waikiki-ის ბრენდის გარკვეული საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვა აკრძალეს.

მისივე ინფორმაციით, ბელარუსის შემთხვევა აბსოლუტურად არ ეხება საქართველოს ბაზარს. მაკა ჭანიშვილის განმარტებით, ბრენდის პროდუქცია სანამ მომხმარებლამდე მივა, ძალიან ბევრ ეტაპს გადის, მათ შორის, მოწმდება ალერგიებზე, ტოქსიკურობაზე და ა.შ.

„რაც შეეხება ბელორუსიის შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, რომ ლოკალური წარმოება წაახალისოს, ამიტომ აწესებს შეზღუდვებს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი შეზღუდვები, რომლებიც პერიოდულად მოქმედებს ხოლმე ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით. საქართველოში მსგავსი რამ გამორიცხულია, საბაჟო პროცედურებია, შემადგენლობის კონტროლს გადის. გარდა ამისა,  ყველა პროდუქტი გადის ხარისხის კონტროლს წარმოების დონეზე, ანუ პროდუქცია სანამ წარმოებას დატოვებს, ლაბორატორიული კვლევები ტარდება“, - აცხადებს მაკა ჭანიშვილი.

ცნობისთვის, ბელორუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში LC Waikiki-ის ბრენდის გარკვეული საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვააკრძალეს და სახიფათო პროდუქტების სიაშიშეიყვანეს.  

bp.ge