₾43 მილიონიანი ამონაგები და ₾3.46 მილიონის წლის სრული შემოსავალი - “ლოპოტა სპა რეზორტმა” 2024 წელის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც „ლოპოტას“ და „ლოპოტა დეველოპმენტის“ მაჩვენებლებს აერთიანებს.
სასტუმრო კომპლექსის მფლობელმა კომპანიამ გასულ წელს შემოსავლების 27%-იანი ზრდა შეძლო, წლის სრული შემოსავალი კი, წლიურ ჭრილში დაახლოებით 11-ჯერ არის გაზრდილი.
სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ლოპოტას ტბის გარშემოა განვითარებული, 311 სასტუმრო ნომერს, აკვაპარკს, 7 ღია და 1 დახურულ აუზს, რამდენიმე ბარს, ჯაზ-კლუბს, 5 რესტორანს; სპა ცენტრს, ყინულის მოედანს, გასართობ და სათავგადასავლო სივრცეებს.
კომპანიის შემოსავლები 2024 წელს:
- ოთახები 28,290,644 ლარი:
- საჭმელი და სასმელი 12,646,489 ლარი,
- გასართობი აქტივობები 1,538,003 ლარი,
- სხვა 588,229 ლარი
გასულ წელს შეიცვალა სტუმრების სტრუქტურაც. თუ 2023 წელს სტუმრების 56% იყო ქართველი, 2024 წელს “ლოპოტა სპა რეზორტში” საქართველოს მოქალაქეების წილი შემცირდა და სტუმრების 50%-50% თანაბრად გადანაწილდა ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებზე. ამასთან ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი კომპლექსს ისრაელიდან სტუმრობდა.
“ლოპოტა სპა რეზორტის” სტუმრების ქვეყნების მიხედვით / 2024 წელს
- საქართველო 50.00%
- ისრაელი 10.44%
- საუდის არაბეთი 10.00%
- რუსეთი 9.00%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები 2.52%
- ინდოეთი 2.38%
- უკრაინა 2.24%
- ყაზახეთი 1.33%
- აშშ 1.00%
- ქუვეითი 0.91%
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა, შემცირებული იყო ნომრების საშუალო წლიური დატვირთულობა. კერძოდ, გასულ წელს “ლოპოტა სპა რეზორტმა” 103 000 სტუმარს უმასპინძლა, 16 000-ით მეტს 2023 წელთან შედარებით. ნომრების საშუალო დატვირთულობა კი, 52% იყო, ნაცვლად 2023 წელს არსებული 55%-ისა. გაიზარდა ნომრის საშუალო ღირებულებაც, რამაც 2024 წელს 430 ლარი, ანუ 153 დოლარი შეადგინა. 2024 წელს ოთახისა და კვების ფასმა ერთად შეადგინა 567 ლარი, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 501 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპლექსს მე-16 სასტუმრო კორპუსი შეემატა, წელს კი, სრულად გააანახლა სასტუმრო ნომრები.