2025 წლის 30 და 31 ივლისს, შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრმა და “სიდრის კლუბმა ბაზალეთზე”, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოსთან ერთად უმასპინძლა ტრენინგებს: სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ, ვეტერინარული და პირველადი წარმოების დარგებში გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის თემებზე.

ღონისძიების კიდევ ერთი მიზანი „AgroCode“ (აგროკოდი) – აგროწარმოების ეკო-რეიტინგების სისტემის იდეისა და მეთოდოლოგიის განხილვა, მისი პრაქტიკული დანერგვის შესაძლებლობის შეფასება იყო. AgroCode (აგროკოდი) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მწვანე ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მისი დანერგვა შექმნის ეკო-რეიტინგის გამჭვირვალე და სანდო მექანიზმს, რაც გაზრდის ადგილობრივი პროდუქციისადმი ნდობას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით პრაქტიკებს;  ფერმებისა და აგროგადამამუშავებელი საწარმოებისათვის  შესაძლებელს გახდის პოზიციონირდნენ პრემიუმ ბაზრებზე. შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მიერ ინიცირებული ეს მოდელი, ასევე, ქმნის ახალ შესაძლებლობებს პროფესიული განათლების სფეროში, განსაკუთრებით ეკო-ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით; ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა დარგში ერთობლივი, პოზიტიური, ცვლილებების დასაწყებად.

ტრენინგების მონაწილეებმა მოისმინეს შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის დამფუძნებლისა და მდგრადი განვითარების ექსპერტის, ზაალ ხელაძის ინტერაქტიური მოხსენება, ხოლო მოგვიანებით დაათვალიერეს მწვანე ტექნოლოგიების საწარმო და გაეცნენ მის პროდუქციას.

ორდღიანი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი მაგალითია შ.პ.ს. „ესკო-ეს“ და „აგრო დუოს“თანამშრომლობისა. „აგრო დუომ“ სწორედ წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუყარა თავი თეორიისა და პრაქტიკის ერთობლიობის ამ საინტერესო შეხვედრაზე; მწვანე აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით, მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგთა ეს სერია მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

„აგრო დუო“  დაფუძნდა 2019 წელს აგრარულ დარგში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებზე მოთხოვნის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების  ხელშესაწყობად.

შ.პ.ს. „ესკო-ეს“ „აგრო დუოს“ - აგრარურ დარგში დარგობრივი უნარების ორგანიზაციის წევრი 2025 წელს გახდა; კომპანიისათვის „აგრო დუოს“ საქმიანობაში ჩართვის მთავარი მოტივატორია „ესკო-ეს“-ის პროფესიული გადამზადების მიმართულების განვითარება; კვალიფიციური ადამიანური რესურსის პრობლემის გადაჭრისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობის პერსპექტივა. „აგრო დუოს“-ში გაწევრების მომენტისთვის, კომპანიას უკვე განხორციელებული ჰქონდა გადამზადების პროგრამა მსმენელთა რამოდენიმე ნაკადისთვის; პროგრამა შ.პ.ს. „ესკო-ეს“ -ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის ბაზაზე შემუშავდა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიცირება გაიარა გადამზადების პროგრამამ “ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული (20-500კვტ./სთ ჯამური სიმძლავრე) ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება“.

ამ ეტაპზე, შ.პ.ს. „ესკო-ეს“ „აგრო დუოს“-თან თანამშრომლობით ავითარებს გადამზადების პროგრამას "სოფლის მეურნეობა ნულოვანი ემისიით - დაგეგმვა და მართვა“, რაც გულისხმობს, თავად პროგრამის შემუშავებას; მისთვის სასწავლო მასალების მომზადებას; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესაბამის ლიცენზირებასა და დანერგვას, როგორც თავად შ.პ.ს. „ესკო-ეს“-ის, ისე სხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებში. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, შ.პ.ს. „ესკო-ეს“-ის ორგანიზებით მომზადდა ათი მოკლე სასწავლო ფილმი გაერთიანებული ორ პირობით თემატურ ჯგუფად: „მდგრადი სოფლის მეურნეობა“ და „ციფრული აგრომეურნეობა“;

ტრენინგების მონწილეებს, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ აღნიშნულ პროგრამებსა და განეხილათ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მოქმედ, პროფესიული განათლების დაწესებულებებში დანერგვით, პროგრამის გეოგრაფიის გაფართოების საკითხებს.