ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ განახლებადი ენერგიების პროექტზე სახელმწიფოს ჯამში 11 ათას მეგავატზე აქვს ნებართვა გაცემული და ეს პროექტები მართლაც რომ განხორციელდეს, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას მისი დაბალანსება გაუჭირდება. ამ ეტაპზე საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურები, რომლის დადგმული ჯამური სიმძლავრე 4716 მგვტ-ია.

"ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ძალიან ბევრი მემორანდუმია გაცემული. როგორც თქვეს 11 ათას მეგავატზეა გაფორმებული მემორანდუმი მაშინ, როცა საქართველოს ენერგოსისტემა ჯამში 5 ათასიც არ არის. ამ 11 ათასიდან მესამედიც რომ აშენდეს ამას ჩვენი სისტემა ვერ დააბალანსებს, რადგან აქ არის ქარისა და მზის სადგურები. მათი "მოთოკვა" და სასარგებლო ენერგიაში გადმოყვანა ჩვენს ენერგოსისტემას არც შეუძლია და სავარაუდოდ, არც ამდენის საჭიროება არ აქვს უახლოეს ხანებში.

კიდევ ერთი პრობლემა კიდევ, რაზეც ლაპარაკი იყო არის ის, რომ ბანკები ჩვენთან არ აფინანსებენ განახლებადი ენერგიის პროექტებს. იმიტომ, რომ არ არის ერთიანი, დამაჯერებელი სტრატეგია, რომელიც აჩვენებს, რომ ეს სადგურები, რაც დეველოპერებს უნდათ, მართლაც საჭიროა", - აცხადებს მარგველაშვილი.

bm.ge