შაბათს 13 აპრილს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით შეტევა განახორციელა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა წარმატებულად მოიგერია და ქვეყანას მინიმალური ზიანი მიადგა. სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მსოფლიო ისრაელის საპასუხო ქმედების მოლოდინშია. რეგიონში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ ატმოსფეროზეც.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს  ირანთან და ისრაელთან. საქსტატის მონაცემებით  2024 წელს საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნმვამ  44 371 120 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც იმპორტის წილი 40 049 560 აშშ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტის 4 321 560 აშშ დოლარი იყო.

Top 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანში ყიდის

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი  - 307,741.39 ტონა
  • ფეროშენადნობები - 61,957.70 ტონა
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 32,114.89 ტონა.
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 10,501.31 ტონა
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7,850.61 ტონა
  • მონოძაფები სინთეზური - 6,904.98 ტონა
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3,221.24 ტონა
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 3,198.19 ტონა.
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2,721.71 ტონა.
  • რეგენერირებადი ქაღალდი და მუყაო (მაკულატურა და ნარჩენები) - 2,665.82 ტონა.

Top 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს.

  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 788,769.24 ტონა
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 435,762.68 ტონა
  • მარილი - 211,483.20 ტონა
  • მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 193,677.24 ტონა
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 131,917.39 ტონა
  • ცემენტი - 127,826.00 ტონა
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 90,051.65 ტონა.
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 57,108.79 ტონა.
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 49,342.87 ტონა.
  • ქვა დამუშავებული - 49,034.99 ტონა.

რაც შეეხება ისრაელს 2024 წლის დასაწყისში,  საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვამ 8 215 100 აშშ დოლარი შეადგინა.

Top 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ისრაელში ყიდის

  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 20,128.21 ტონა
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 19,200.90 ტონა.
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4,500.00 ტონა.
  • მანგანუმის ოქსიდები - 3,690.00 ტონა.
  • ლუდი - 3,290.19 ტონა
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,568.10 ტონა.
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,133.73 ტონა.
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,280.32 ტონა.
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 926.43 ტონა.
  • ქვა დამუშავებული - 28 ტონა.

Top 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ისრაელისგან ყიდულობს.

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები -  51,555.96  ტონა
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 7,054.18 ტონა.
  • სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 2,976.62 ტონა.
  • სტაფილო, თალგამი, ჭარხალი და სხვა ანალოგიური საკვებად ვარგისი ძირნაყოფები - 2,957.40 ტონა.
  • ვაქსები და საცხები ფეხსაცმელებისათვის - 2,074.63 ტონა.
  • მოწყობილობა სოფლის მეურნეობის: მებაღეობის, მეფრინველეობის ან მეფუტკრეობისათვის - 1,560.81 ტონა.
  • ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 1,257.31 ტონა.
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 1,232.09 ტონა.
  • ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული სხვა, რულონებად ან ფურცლებად - 1,138.19 ტონა.
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 65  ტონა.