“ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კლინიკები არ უნდა არსებობდეს, რადგან ამ მიმართულებით კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი არის.
როგორც მან "ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში თქვა, სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი.
"ჩემი შეხედულებით, სახელმწიფო კლინიკების საერთოდ არ უნდა იყოს. რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ კლინიკის აშენება-აღჭურვაზე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, თუ კერძო ინვესტორები არიან მზად ფული დახარჯონ?! ლიცენზიას გასცემს სახელმწიფო, აწესებს ფასებს, ლიცენზიის პირობების შესრულებას, სამედიცინო სერვისების ხარისხს აკონტროლებს. სახელმწიფომ იმ ფულით უნდა შეასრულოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც კერძო ინვესტორი ვერ ჩადებს ფულს. თუ კლინიკებს აშენებენ კერძო ინვესტორები, ფასით დაწყებული ყველაფერს აწესებს და აკონტროლებს სახელმწიფო, რა საჭიროა, რომ ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯოს", - ამბობს პაატა კურტანიძე.