ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია.

TBC Capital-ის სექტორული კვლევის მიხედვით, გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა: 2020 - 5.5 ათასი ტონა, 2021 - 3.1 ათასი ტონა, 2022 - 5.1 ათასი ტონა, 2023 - 6.9 ათასი ტონა, 2024 - 5.9 ათასი ტონა. 

ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ყაზახეთი - 31%, სომხეთი - 18%, რუსეთი - 8%, აზერბაიჯანი - 5%, ისრაელი - 5%.

    გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა. 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტი შეუქცევადად იზრდება და წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2020 - 6.6 ათასი ტონა, 2021 - 7.1 ათასი ტონა, 2022 - 10.7 ათასი ტონა, 2023 - 11.7 ათასი ტონა, 2024 - 15.5 ათასი ტონა. 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:  გერმანია - 31%, რუსეთი - 17%, თურქეთი - 15%, ჩეხეთი - 7%, უკრაინა - 6%.

    რაც შეეხება ფასს, იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით $1.20-მდე, შემცირდა.