საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (2023 წლის IV კვარტალი) საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2044.5 ლარია. 

ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე მაღალი (2392.9 ლარი) დედაქალაქში , ხოლო ყველაზე დაბალი (1013.6 ლარი) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

თბილისი- 2392.9 ლარი

აჭარის ა.რ.- 1796.5 ლარი

გურია- 1156.6 ლარი

იმერეთი- 1339.0 ლარი

კახეთი- 1289.2 ლარი

მცხეთა-მთიანეთი- 1828.2 ლარი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1013.2 ლარი

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1310.2 ლარი

სამცხე-ჯავახეთი - 1391.1 ლარი

ქვემო ქართლი - 1594.9 ლარი

შიდა ქართლი - 1283.7 ლარი