ბიტკოინის გაცვლითმა კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ფასი წინა დღის სესიაზე რეკორდულ 112 022 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 10 ივლისს, თბილისის დროით 11:00 საათისთვის, 0.5%-ით დაეცა და 111 185 ათას დოლარს მიაღწია.

ბიტკოინს მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. Trump Media & Technology Group, რომელიც ფლობს Truth Social-ს, გეგმავს კრიპტოვალუტის ETF-ის გაშვებას, რომელიც ბიტკოინში ინვესტირებას განახორციელებს.