„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით მმართველ პარტიას სურს, ამ არაკონკურენტულ და მონოპოლიურ გარემოში მთელი მატერიალური სიკეთეების მიღება და, მეორეს მხრივ, - დანარჩენი საქართველოს ხარჯზე საკუთარი ოჯახებისთვის უზრუნველყონ ის, რაც ჩვენ გვინდა ყველასთვის, - ევროპული პენსიები, ევროპული ხელფასები, ევროპული განათება, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ „ნეტგაზეთთან“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა  გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. არ უნდა დავუშვათ ის, რასაც აკეთებდა რუსეთი, ყირგიზეთი და სხვა ავტოკრატიული და ოლიგარქიული რეჟიმები“.

„არნახული შესაძლებლობა გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, რომ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ. ამაზე მიუთითებს და გვესაუბრება ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ უნდა მოხვიდეთ იმ წესები, რასაც ჩვენ ყველანი ვემორჩილებით. ეს წესებია: თავისუფალი სასამართლო, სინქრონიზებული კანონები, ძალთა ბალანსი, კოალიცია, და ის ყველაფერი, რასაც, საბოლოო ჯამში, მოაქვს ის ევროპული დოვლათი, როგორც ცხოვრობენ ჩვენი ევროპული მეგობრები, სადაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი და მისია. ოლიგარქიას და ქართულ ოცნებას ეს არ უნდა. იმიტომ, რომ მათ სურთ მიუწვდებოდეთ ხელი ყველა რესურსზე, ადამიანების მცირე ჯგუფში არის აკუმულირებული ეკონომიკური, პოლიტიკური რესურსების აბსოლუტური უმეტესობა. ერთის მხრივ, მათ სურთ, ამ არაკონკურენტულ და მონოპოლიურ გარემოში, მიიღონ მთელი მატერიალური სიკეთეები და მეორეს მხრივ  - დანარჩენი საქართველოს ხარჯზე საკუთარი ოჯახებისთვის უზრუნველყონ ის, რაც ჩვენ გვინდა ყველასთვის, - ევროპული პენსიები, ევროპული ხელფასები, ევროპული განათება, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული ადამიანის უფლებები და ა.შ.

ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. არ უნდა დავუშვათ ის, რასაც აკეთებდა რუსეთი, ყირგიზეთი და სხვა ავტოკრატიული და ოლიგარქიული რეჟიმები, ასეთი კანონების მიღება, რომლითაც მთლიანად განდევნიან ჩვენს მეგობრებს ყველა სივრციდან და დაგვტოვებენ მარტო რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.