მაისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურ ჭრილში მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა, ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრის ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მაისში ქვეყანაში სულ 991 803 ადამიანი იღებდა ხელფასს.

2025 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ დასაქმებულების 13% შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო შარშანდელ მაისთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე მეტ ადამიანს (35%) 600-1199 ლარის დიაპაზონში აქვს ხელფასი.

მაისში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ, 32%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აპრილთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის მაისთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 9 600 ლარზე მაღალი ხელფასის დასაქმებულთა მხოლოდ 2.8%-ს აქვს.