საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„წლიურ შეხვედრაში BIS-ის წევრი ცენტრალური ბანკების და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.
წლევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.
ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.
დისკუსიების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საბანკო უსაფრთხოებაზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების და წარმატების მაგალითების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.
შვეიცარიაში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდთად შეხვედრისას მიეცა შესაძლებლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.
ყოველწლიურ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ნათია თურნავამ შვეიცარიაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – რა საკითხებზე იმსჯელეს?

„არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლის რწმენას და მის მხარდაჭერას“ - რობინ დანიგანი
არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ევროპას, ბრიტანეთს ან აშშ-ს ებრძოდეს?!... ეს ხომ წარმოუდგენელია... დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ - კახა კალაძე
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
ყველა ობიექტური შეფასებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყველაზე სწორი პოლიტიკაა - კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშზე
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გახდა
პოლონეთში ოთხდღიან სამუშაო კვირას გამოცდიან
1751542200