მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ოზურგეთში, გორში და გურჯაანში 1000 მაყურებელზე გათვლილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ქობულეთის მრავალფუნქციური კომპლექსი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხოლო ბაღდათის კომპლექსი 250 მაყურებელს დაიტევს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.