გამოცემა Suspilne-მა NATO-ს ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამის ფარგლებში უკრაინაში ამერიკული იარაღის პირველი პარტია ჩავიდა.
NATO-ს წარმომადგენლის თქმით, სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტები უკვე გზაშია.
ჯერჯერობით PURL-ის პროგრამის ფარგლებში ოთხი პაკეტია დაფინანსებული.
17 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ PURL-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინა აშშ-ს საწყობებიდან NATO-ს მოკავშირეების მიერ დაფინანსებულ სამხედრო დახმარების პაკეტს პირველად მიიღებს.
სამხედრო პაკეტის მიწოდება 14 ივლისს PURL-ის შეთანხმების ხელმოწერას აშშ-სა და ნატოს შორის მოჰყვა. ინიციატივა საშუალებას იძლევა, ევროპის ქვეყნების დაფინანსებით ამერიკული იარაღი უკრაინას გადაეცეს.