პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე განსახილველად დღეს გავა.

16 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, როგორც პაპუაშვილმა თქვა, დღის წესრიგს მიჰყვებიან.

სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ უშვებენ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებსაც „დოგმატური არგუმენტები“ აქვთ.