„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

შემთხვევა გეგელიას მშობლების საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გრიგოლ გეგელიას სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყეს სისხლის სამრთლის კოდექსით. საქმე აღიძრა 126-ე, ძალადობის მუხლით.

რიგირც თავად გრიგოლ გეგელია ამბობს, მას თავს შემთხვევით არ დაესხნენ.

„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული - მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, - უთხრა პოლიტიკოსმა „TV პირველს“ და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.

გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება და ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.

გეგელიას თანაგუნდელი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას აკისრებს „კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ“.