techspot-ის ინფორმაციით, Google-მა მომხმარებლისთვის Chrome-ის ფასიანი ბრაუზერის შეთავაზება დაიწყო.

კომპანიამ ბრაუზერი Chrome Enterprise Premium წარადგინა და როგორც მისი ავტორები იუწყებიან, ამ პროგრამამ დაცვა გაზარდა.

აპლიკაციას შეუძლია ავტომატურად ჩამოტვირთოს უსაფრთხოების პატჩები და სხვადასხვა შესწორებები. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დაბლოკონ ვებგვერდის საეჭვო პარამეტრები.

Google-მა წარადგია ორი ვარიანტი - უფასო ვერსია Chrome Enterprise Core და Chrome Enterprise Premium, რომელიც თვეში 6 დოლარი ღირს.

Chrome Enterprise Premium-ს ასევე საიტების ჩაშენებული ანალიზატორი, მონაცემთა ქურდობისგან დაცვისა და URL ფილტრაციის ფუნქცია აქვს.