Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის გახსნას გეგმავს. ახალი AI-ცენტრი ორიენტირებული იქნება პროდუქციის განვითარებასა და კვლევებზე. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს

განყოფილებას Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი უხელმძღვანელებს. ის  Microsoft-მა გასულ თვეში, შიდა AI-განყოფილების სამართავად დაიქირავა. 

ბოლო განცხადებით, ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურისა და AI-ის განვითარებისთვის $3.16 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.