ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული Tesla თავის რობოტაქსის მიმდინარე წლის 8 აგვისტოს წარადგენს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა. 

პარასკევს, მილიარდერის განცხადების შემდეგ, ბაზრის დახურვიდან დაახლოებით ორ საათში, Tesla-ს აქციების ფასი 4.8%-ზე მეტით გაიზარდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ ელექტრომობილების ფასი $25 000-ის ფარგლებში უნდა იყოს.