TikTok ავითარებს ახალ აპლიკაციას, Instagram-ის ანალოგს, რომელიც მომხმარებლებს ფოტოების გაზიარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი TechCrunch ავრცელებს.

„ინოვაციებისადმი ჩვენი მუდმივი ვალდებულების ფარგლებში, ჩვენ ვიკვლევთ ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობას შექმნას და გააზიაროს ფოტოები და ტექსტები ამ ფორმატებისთვის მიძღვნილ სივრცეში,“ -  განუცხადა პორტალს TikTok-ის წარმომადგენელმა. 

აღნიშნულია, რომ TikTok-ის მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს შეტყობინებების მიღება ახალი აპლიკაციის შესახებ, რომელსაც დიდი ალბათობით TikTok Notes დაერქმევა, თუმცა ციფრულ მაღაზიებში ის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.