RankingRoyals-მა, 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე, სოციალური მედიაპლატფორმების რეიტინგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული სოცმედია Facebook-ია, მეორე ადგილზე კი Youtube-ია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეიტინგი RankingRoyals-მა თითოეული პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის მიხედვით შეადგინა.

2009 წლიდან მოყოლებული პირველ სამეულში Facebook და Youtube ლიდერობენ, მესამე ადგილზე 2010-2011-ში MySpace Google Buzz-მა ჩაანაცვლა, შემდეგ - Tumblr-მა, 2013-ში - WhatApp-მა და მთელი შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმების სამეულში მესამე პოზიციაზე იყო. 2023-ში მისი ადგილი Instagram-მა დაიკავა.

2017 წლიდან ჩნდება რეიტინგში ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ი. ის ჯერ მე-11 ადგილზეა, თანდათან მისი პოპულარობა იზრდება და 2024-ში TikTok ყველაზე პოპულარული სოც-მედიების ხუთეულში ხვდება. საგულისხმოა, რომ ყველაზე დიდი აუდიტორია და აქტიური - 1.5 მლრდ-ზე მეტი გამომწერი TikTok-ს მიმდინარე წელს ჰყავს.

2022 წლიდან აქტიურდება Telegram-ი. დღეს ამ პლატფორმას 800 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს და რეიტინგში მე-8 ადგილზეა.

RankingRoyals-ის მონაცემებით, 2024 წლის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმების რეიტინგი ასეთია:

Facebook – 3 მლრდ-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი თვეში;

Youtube - 3 მლრდ-მდე აქტიური მომხმარებელი თვეში;

Instagram - 2 მლრდ აქტიური მომხმარებელი თვეში;

WhatsApp – 12 მლრდ აქტიური მომხმარებელი თვეში;

TikTok - 1,5 მლრდ-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი თვეში;

WeChat - 1,3 მლრდ-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი თვეში;

Messenger – 1 მლრდ-მდე აქტიური მომხმარებელი თვეში;

Telegram – 800 მლნ აქტიური მომხმარებელი თვეში;

Douyin – 752 მლნ აქტიური მომხმარებელი თვეში;

Snapchat -  750 მლნ აქტიური მომხმარებელი თვეში;

Kaishou – 685 მლნ აქტიური მომხმარებელი თვეში;

X – 619 მლნ აქტიური მომხმარებელი თვეში.