გერმანიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - „TASS“ ავრცელებს.

„საერთო ჯამში, დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები სანქციების ქვეშაა გერმანიაში, ეს მოიცავს სანქციების სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინულ აქტივებს, როგორიცაა ნაღდი ფული, კორპორაციული ინვესტიციები და იახტები“, - აღნიშნულია სტატიაში.