ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში შესვლა დაიწყო,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინზე დაყრდნობით Jerusalem Post-ი წერს. 

ჩვენი ძალები უკვე აკონტროლებენ ქალაქის გარეუბნებს“, - განაცხადა პრესპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის, ასევე მათთვის დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების მისაღებად საკმარისი სივრცის უზრუნველსაყოფად.

ამასთან Jerusalem Post წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოითხოვს, რომ დააჩქარდეს ოპერაციები ღაზაში ჰამასის უკანასკნელი დასაყრდენი პუნქტების დასაკავებლად.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, 21 აგვისტოს დაამტკიცებენ ღაზას სექტორის დაკავების გეგმებს.

გეგმის განხილვა წარიმართება ჰამასის წინადადების ფონზე ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარს უჭერენ შუამავლები ეგვიპტე და კატარი, წინადადება მოიცავს 10 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას და 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. რეპორტიორები აღნიშნავენ, რომ ისრაელი ელოდება, აიძულებს თუ არა ღაზაზე შეტევის დაწყება ჰამასს ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ წავიდეს.