ბოლო კვლევების თანხმად, პოლონეთში ყოველდღიურად დაახლოებით 10 მაღაზია იხურება, რადგან მცირე სასურსათო, ტანსაცმლისა და ავეჯის სავაჭრო ობიექტები მძიმე ფინანსური ზეწოლის ქვეშ არიან.

Dun & Bradstreet Poland-ის ახალი კვლევა, რომლის შედეგებსაც ყოველდღიური გამოცემა „რეჩპოსპოლიტა“ აქვეყნებს, აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეში დაახლოებით 10 მაღაზია იხურება, რომელთა ძირითადი ნაწილი სურსათით, ტანსაცმლით და ავეჯით ვაჭრობს.

2025 წლის პირველ ნახევარში, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, საცალო ვაჭრობის ობიექტების საერთო რაოდენობა 0,5%-ზე მეტით შემცირდა და მათი რიცხვი 365 200-მდე ჩამოვიდა.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მკვეთრი კლება ყველაზე მეტად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს, აფთიაქებს, ავტონაწილებით მოვაჭრეებს, მეორადი საქონლით მოვაჭრე მაღაზიებს, აგრეთვე კომპიუტერულ და სათამაშოების მაღაზიებს შეეხოთ.

Dun & Bradstreet Poland-ის შედეგების თანახმად, მაღაზიების რაოდენობა გამოკვლეული 28 სექტორიდან 18-ში შემცირდა, ხოლო ზოგიერთმა კატეგორიაში, რომელშიც შედიან, მაგალითად, ბოსტნეულის და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები, აგრეთვე საცხობები, ზომიერი ზრდა დაფიქსირდა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ფინანსური ზეწოლის ქვეშ მცირე საბითუმო მოვაჭრეები და ინდივიდუალური მეწარმეები არიან. დაახლოებით 41 200 ასეთ ბიზნესს საცალო სექტორის მთლიანი დავალიანების ნახევარზე მეტი - 2,4 მილიარდი პოლონური ზლოტი (576 მილიონი ევრო) - ერიცხება.

წყარო: 1 არხი