2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების რეიტინგში Facebook ლიდერობს. Facebook-ს ყოველთვიურად 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 

მეორე ადგილზეა Youtube 2,491 მლრდ მომხმარებლით და მესამეზე - Watsapp 2 მლრდ-ით, მეოთხე ადგილზეა Instagram ასევე 2 მლრდ მომხმარებლით. ჩინური TikTok რეიტინგში მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს 1,562 მლრდ მომხმარებლით. 

მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით სოციალური ქსელების 10-ეული ასეთია:

წამყვანი სოციალური ქსელები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ მეგობრებს ან ადამიანებს გეოგრაფიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ საზღვრებს მიღმა. 2022 წელს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობამ 3,96 მილიარდს მიაღწია და ეს მაჩვენებლები კვლავ გაიზრდება, რადგან მობილური მოწყობილობების გამოყენება და მობილური სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო იზიდავს მანამდე ნაკლებად ათვისებულ ბაზრებს.