24–25 აპრილს, არქის მოწვევითა და ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი – Das Narayandas, რომელმაც არქიში ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე Strategic Leadership and Marketing Excellence Program.

„ვიმუშავე არქის გუნდთან ერთად და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მათი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, აქ ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანები და თავიანთ საქმეში მსოფლიო კლასის პროფესიონალები მუშაობენ. გვქონდა დიდებული საუბრები და ვორქშოფები. მიხარია, რომ ჩამოვედი და დრო გავატარე არქის გუნდთან ერთად. ნამდვილად შესანიშნავი იყო და გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის.“ – Das Narayandas, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი და ეკონომისტი.

ტრენინგი განკუთვნილი იყო არქის მენეჯმენტის გუნდისთვის და მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს, სხვადასხვა ბიზნესქეისების ანალიზს, ლექციებსა და ინტერაქციულ სამუშაო ფორმატს. გარდა ამისა, სპეციალურად ყველა დაინტერესებული თანამშრომლისა და პარტნიორისთვის მოეწყო ერთდღიანი ვორქშოპი, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სფეროს წამყვანი ექსპერტის ხედვა და გამოცდილება.

„მოხარულები ვართ, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი Das Narayandas ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გუნდთან ერთად ჩაატარა  ვორქშოფი. ეს ტრენინგი დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების, ბრენდის ხარისხი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები ჩვენს სფეროში და უფრო გავაძლიეროთ არქის პოზიციები.” — არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

არქიში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული ზრდის მხარდაჭერა. გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარებისთვის.

„სასიხარულოა, რომ ჰარვარდის გამორჩეული პროფესორი საქართველოშია და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს.  ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მიდგომები, კიდევ უფრო განვვითარდეთ და მეტი ცოდნა შევიძინოთ ლიდერშიფის, მარკეტინგისა და კომპანიის მართვის მიმართულებით.“— აღნიშნა დეველოპერული კომპანია არქის აღმასრულებელმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

Das Narayandas ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ცნობილი ეკონომისტია ბიზნესის, მარკეტინგისა და ლიდერობის სფეროში. ის ფლობს Edsel Bryant Ford-ის სახელობის პროფესორის წოდებას, არის ჰარვარდის ბიზნეს ფაბლიშინგის უფროსი ასოცირებული დეკანი და Executive Education-ის ყოფილი ხელმძღვანელი. მისი ვიზიტი და თანამშრომლობა არქის გუნდთან ადასტურებს კომპანიის სტრატეგიულ ხედვასმუდმივი განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ლიდერობის განმტკიცება სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში.