ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას TCRC ავრცელებს.
ყახაზეთ – ჩინეთის საზღვარზე ჩინეთის მხრიდან სხვადასხვა დატვირთვით ორი სასაზღვრო გადასასვლელი ალაშანკოუ და ხორგოსი ფუნციონირებს.
ალაშანკოუ ძირითადად რუსეთის ტრანციმბირულ დერეფანს უზრუნველყოფს ტვირთებით, ხორგოსი ყაზახეთის გავლით შუა დერეფნის მიმართულებაზეა ორიენტირებული.
„2025 წლის 5 თვეში ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის რკინიგზის ტერმინალით ჩინეთი-ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით 4 480 სატვირთო საკონტეინერო ბლოკმატარებელმა გაიარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.
თვალნათელია ბოლო 10 წელიწადში ხორგოსის ტერმინალით გატერებული ბლოკმატარებლების ზრდის ტენდენცია, კერძოდ ოდესღაც საფოსტო დანიშნულების სარკინიგზო სადგური, სადღეისოდ ტვირთნაკადების გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება.
თუ 2016 წელს ტერმინალით, მხოლოდ 390 ერთეული ბლოკმატარებელი იქნა გატარებული 2024 წელს 7 700-მდე გაიზარდა.
თუ ხორგოსის რკინიგზის ტერმინალიდან ბლოკმატერებლების ფორმირების ეს ტემპი შენარჩუნდება 2025 წლის ბოლოს ტერმინალიდან გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს“, - განმარტავენ TCRC-ში.