აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური “ჰამასისთვის“, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი „მუსლიმური საძმო“ აძლიერებს, - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო უწყება გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას.

„„ჰამასის“ ლიდერები თავად ღიად აღიარებენ: ეს აღიარება 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის პირდაპირი შედეგია, „ნაყოფია“. ნუ მისცემთ ჯიჰადისტურ იდეოლოგიას თქვენი პოლიტიკის კარნახის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.