2024 წელს სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი 200-მდე უსახლკარო ოჯახს შეუძინა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. 

დოკუმენტში არ კონკრეტდება, რომელ რეგიონებში მოხდა შესყიდვები.

როგორც ანგარიშში წერია, შარშან უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3 და მეტი), სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამის ფარგლებში, განხილულია 824 ოჯახის საკითხი, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 570 ოჯახთან დაკავშირებით. აქედან 200-მდე ოჯახს სახელმწიფომ უკვე შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი. 

მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო და ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. იგეგმება 1000-მდე ოჯახისთვის სახლის გადაცემა. საცხოვრისი შეიძლება გადაეცეს ოჯახს, რომელიც ან სრულიად უსახლკაროა ან გააჩნია საცხოვრისი, თუმცა, მისი ღირებულება 50,000 ლარზე ნაკლებია.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.