Galt&Taggart-ის 30 ივნისი – 4 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები უმეტესად გაიზარდა, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 69.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.14% წინა კვირასთან შედარებით და +2.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 67.40 - 70.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.59% წინა კვირასთან შედარებით და +5.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 293 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.45 - 48.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 20.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.58% წინა კვირასთან შედარებით და +5.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 340 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.98 - 20.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.