2025 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ქართულ ბანკებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამის დეპოზიტები მკვეთრად - 97%-ით გაიზარდა და 14,7 მილიონ ლარს, ანუ 20,1 მილიონ დირჰამს მიაღწია.
ასევე, ქართულ ბანკებში ივნისთან შედარებით, ივლისში მკვეთრად - 56%-ით გაიზარდა ჩინური იუანის დეპოზიტები და ის 35,9 მილიონ ლარს შეადგენს. 4%-ით შემცირდა რუსული რუბლის დანაზოგები, რაც ამჟამად 66.5 მილიონ ლარს შეადგენს. 9%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგში არსებული დანაზოგები, რაც 366 მილიონ ლარს აღწევს, იაპონური იენის დეპოზიტები კი 3%-ით, 3.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
აგვისტოს მონაცემები დეპოზიტებთან დაკავშირებით 25 სექტემბერს განახლდება.
ვალუტების მიხედვით, ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ასე ნაწილდება - 2025 წლის ივლისის მდგომარეობით:
ვალუტა | მოცულობა - ნაშთი | სხვაობა წინა თვესთან შედარებით |
ეროვნული | 31,186,589,114 ლარი; | 2% |
აშშ დოლარი | 24,383,428,138 ლარი; | 2% |
ევრო | 5,839,299,609 ლარი; | 0% |
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 365,911,557 ლარი; | 9% |
რუსული რუბლი | 66,452,740 ლარი; | -4% |
შვეიცარიული ფრანკი | 59,843,008 ლარი; | -1% |
ჩინური იუანი | 35,975,570 ლარი; | 56% |
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 14,780,592 ლარი; | 97% |
იაპონური იენი | 3,244,931 ლარი; | -3% |
კანადური დოლარი | 2,188,894 ლარი; | 3% |
წარმოდგენილია ვალუტები, რომლებშიც დეპოზიტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს.