საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -33.0 მლრდ აშშ დოლარი (-89.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -93.5 პროცენტია (2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს -92.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 18.1 მლრდ აშშ დოლარია (49.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 888.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 51.1 მლრდ აშშ დოლარი (139.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 2.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს