საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-მა ფინანსური ოპერაციებისთვის ბლოკჩეინ რეესტრის შექმნის შესახებ განაცხადა რაც ბანკებს საშუალებას მისცემს, გადახდები 24/7 რეალურ დროში დაამუშაონ და ასევე საფუძველს ჩაუყრის ტოკენიზებული აქტივების გამოყენებას, – ამის შესახებ SWIFT-ის პრესსამსახურმა განაცხადა.

შემუშავებაში უკვე ჩაერთო 16 ქვეყნის 30-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის Bank of America, Deutsche Bank, HSBC, JP Morgan, Citi, BNP Paribas, Santander, Wells Fargo, ასევე ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ბანკები.

სისტემის პირველ პროტოტიპს კერძო ამერიკული კომპანია Consensys ამზადებს.

ვრცლად liga.net – ზე