მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა იგეგმება. მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ადგილზე საავტომობილო გზის მშენებლობა დაავალა. ამავე დროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი ქონებების გამოსყიდვა.

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა მოეწყობა. განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას დაევალა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობის განხორციელება. ასევე, ხობი-ანაკლიის მონაკვეთში სპეციალური სიგნალიზაციის მოწყობა.

„ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროცესების კოორდინაციისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.