თბილისში, ელბაქიძის აღმართზე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სს „სილქნეტი“ 7 შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
კომპანია შეცვლილ პროექტს და ვიზუალს არქიტექტურის სამსახურთან უკვე ათანხმებს და შუალედური დასკვნაც მიღებული აქვს. პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 22908 მ2-ია, საერთო ფართობი 47415.3 მ2, ხოლო საცხოვრებელი ფართობი 23652.7 მ2.
პროექტის მიხედვით ყველაზე მაღალი შენობა 31 სართულს მოიცავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12; ქ.თბილისი, ქუჩა საქანელა, მიმდებარედ ნაკვეთი 03/042 და ხასიათდება ქანობიანი რელიეფით (ზღვის დონიდან მაქს. 413.84 და მინ. 392.85).
პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.
საპროექტო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს IV კლასის საცხოვრებელ შენობას, რომელიც შეესაბამება არსებულ ზონირებას. შენობა შედგება ორი მაღლივი ბლოკისგან (ბლოკი 1 - 2 მიწისქვეშა და 31 მიწისზედა სართული; ბლოკი 2 - 1 მიწისქვეშა და 13 მიწის ზედა სართული), რომელსაც აერთიანებს საერთო პედესტალი.
25.03.2025 - მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N112 განკარგულებით დამტკიცდა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომელშიც მოხდა ცვლილებების შეტანა და 2025 წლის 21 მარტს გამოიცა განკარგულება N95. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია აღნიშნული კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად.
22.05.2025 - მოგახსენებთ, რომ განვაახლეთ ფოტო-მონტაჟები და სავიზიტო ფოტოები.
27.06.2025 - განვაახლეთ დოკუმენტაცია, განახლებულია გენერალურ გეგმა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
სს „სილქნეტის“ თავმჯდომარე/წევრი: გიორგი რამიშვილია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ვასილ კენკიშვილი, წევრი კი ალექსი თოფურია, მამუკა შურღაია, დევიდ ფრანც ბორგერი, სტელა ჰანდლერი, კარლ ერიკ მარტინ როოსი, იულია ბოილი. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილია.