თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდებიან. შეხვედრა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასამბლეაზე მრავალი ორმხრივი შეხვედრა შედგება, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად შეხვდებიან ასევე უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედები, ოლენა ზელენსკა და მელანია ტრამპი.
"ბიზნესი, ტექნოლოგია, თავდაცვა, შეთანხმება მინერალებზე. ამას დიდი ეკონომიკური შეხვედრა მოიცავს. ასევე შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან. ამასთან, დიდი ალბათობით, [შედგება] უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედების შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხთან, ბავშვებთან დაკავშირებით". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის ტქმით, ენდომებოდა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაბამის გზავნილებს მიიღებს.
"ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის საფუძველი მოვამზადეთ, რომლის მხარდასაჭერად ევროპა მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ც ახლოს იქნება. მრავალი დისკუსია გავმართეთ, იყო დიალოგი სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, ჩვენი არმიებისა და გენშტაბების ხელმძღვანელობის [დონეზე] ევროპელებთან, ამერიკელებთან. შედგა შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის და ნათქვამია, რომ შესაბამის საკითხებს ნიუ-იორკში ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილავთ". - თქვა ზელენსკიმ.