ბიზნესმენმა ტიმურ ტურლოვმა მიზანში ამოიღო საქართველოს საბანკო ბაზარი: მას ამ ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტის - Freedom Bank Kazakhstan–ის შვილობილი კომპანიის შექმნა სურს.

დასაწყისისთვის, განმცხადებელი კომპანია, სს „ფბგ კომპანი“ (FBG Company), დარეგისტრირდება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. ის უზრუნველყოფს საბანკო ლიცენზიის მიღებისა და დოკუმენტების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის პროცესს.

შემდგომში, საბანკო ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, ეს კომპანია კომერციულ ბანკად გადაიქცევა. ის მისი სამართალმემკვიდრე გახდება და მას Freedom Bank Georgia დაერქმევა.

წყარო: forbes.kz