ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამციროს ფრენების რაოდენობა ვენის აეროპორტში. ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა უნგრული Wizz Air-ის განცხადება ავსტრიის დედაქალაქის ბაზრიდან სრულად გასვლის შესახებ.
ორივე შემთხვევაში, ავიაკომპანიები გადაწყვეტილების მიზეზად ვენის აეროპორტში მაღალი გადასახადები და მოსაკრებლები ასახელებენ. Ryanair-ის 2025 წლის 17 სექტემბრის განცხადებით, კომპანიამ გადაწყვიტა ვენის ბაზიდან სამი თვითმფრინავის გაყვანა და სამი მარშრუტის დახურვა 2025 წლის ზამთრის სეზონისთვის.
ავიაკომპანიის განმარტებით, ამის მიზეზია “დასჯითი” ავიაგადასახადი 12 ევროს ოდენობით, ასევე ვენის აეროპორტის მოსაკრებლების 30%-იანი ზრდა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ.
Ryanair-ის შეფასებით, ასეთი მაღალი ხარჯები აზიანებს ავსტრიის კონკურენტუნარიანობას ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის კუთხით იმ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც, პირიქით, ამცირებენ გადასახადებს ან სრულად აუქმებენ მათ — მათ შორის სახელდებიან შვედეთი, უნგრეთი და იტალიის რეგიონული აეროპორტები.