ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გათამაშება დასრულდა. წარმოგიდგენთ ყველა ნომინაციის გამარჯვებულს:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი – ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი – ვიკი ლოპესი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი“, იტალია)
წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)
წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)
წლის საუკეთესო ბომბარდირი მამაკაცთა შორის – ვიქტორ იოკერესი („არსენალი“/„სპორტინგი“, შვედეთი)
წლის საუკეთესო ბომბარდირი ქალთა შორის – ევა პაიორი („ბარსელონა“, პოლონეთი)
წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის – პსჟ (საფრანგეთი)
წლის საუკეთესო გუნდი ქალთა შორის – „არსენალი“ (ინგლისი)