IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia საქართველოში მეოთხე საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს. IWSC კონკურსზე, რომელიც წელსპირველად აჭარის რეგიონში გაიმართება, „ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველ მეღვინეს“ დააჯილდოვებს.
„ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინის" ჯილდო საქართველოს ღვინის ინდუსტრიის დინამიური განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროფესიონალების გამოვლენის მიზნით შეიქმნა. ჯილდო განკუთვნილია 35 წლამდე ასაკის მეღვინეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ღვინო IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ.
რეგისტრაცია შესაძლებელია IWSC Georgia-ს ონლაინ პლატფორმაზე, სადაც მსურველები განაცხადს წარადგენენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან IWSC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების ქულების მიხედვით. პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია, რადგან ეფუძნება მონაწილეთა დამსახურებას და ხელს უწყობს საერთაშორისო აღიარებას. „ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინის“ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება IWSC-ის ვებგვერდზე.
„ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდა მეღვინეები და მხარი დავუჭიროთ მათ; წავახალისოთ ახალგაზრდები, აირჩიონ ეს პროფესია და გავზარდოთ ინტერესი მონათესავე სფეროების მიმართ, როგორებიცაა ღვინის მარკეტინგი, სომელიეს პროფესია, საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია,“ – ნათქვამია IWSC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
IWSC საქართველოში
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობითმეოთხედ ჩატარდება. ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში 24–28 ნოემბერს გაიმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში.
ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.
ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტიუხელმძღვანელებს. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მსაჯთა გუნდს შეუერთდებიან ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივი სპეციალისტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გაიხსნება.ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
ინფორმაცია IWSC-ის შესახებ:
IWSC არის მეტი, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოვებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969