მონტენეგროს ტურიზმის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია აღნიშნულ სექტორში.
„მონტენეგროს ტურიზმში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტიცია სწორედ აზერბაიჯანისაა. ამ ინვესტიციების საერთო ღირებულება დღეს $1 მილიარდს აღწევს. გვჯერა, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება და კიდევ მეტი აზერბაიჯანელი ინვესტორის ჩართვას ველოდებით მონტენეგროში ახალი, ეფექტური პროექტებისთვის“, – აღნიშნა სიმონიდა კორდიჩმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე.
„ამ წლის იანვრიდან აგვისტომდე მონტენეგროში აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 77%-ით გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ვიზიტორებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი და გამოცდილება, რათა მათ კვლავ მოინდომონ მონტენეგროში ჩამოსვლა. ყველა აზერბაიჯანელს ვიწვევ ჩვენს ქვეყანაში“.
კორდიჩმა დაამატა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს ოფიციალური შეთანხმება ტურიზმის სფეროში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ინვესტიციები და ტურისტული გაცვლა.
აზერბაიჯანის პროექტებზე მონტენეგროში საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა კურორტი „Porto Novi“.
„ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი აზერბაიჯანული ინვესტიციაა. კომპლექსში ფუნქციონირებს ერთადერთი ევროპაში სასტუმრო One&Only. ეს კურორტი წარმოადგენს მონტენეგროს ტურისტული სტრატეგიის მაგალითს“- აღნიშნა კორდიჩმა.