შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა (Sveriges Riksbank) ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, წლიურ 1.75%-მდე შეამცირა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა.

თუ Riksbank-ის ინფლაციისა და ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი დადასტურდება, განაკვეთი გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარე დონეზე დარჩება, – განაცხადა მარეგულირებელმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შვედეთში ინფლაცია აგვისტოში მაღალი დარჩა, თუმცა ფასების ზრდა ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით გარკვეულწილად შენელდა.

ვრცლად interfax – ზე