„ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს.
მზია ამაღლობელის კანდიდატურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტებისა და ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანემ, მისი და კიდევ 60 ევროპარლამენტარის სახელით წარადგინა.
წარდგენას წინ უძღოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იყო პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლის კადრები და კადრები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.
სახაროვის პრემიაზე, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა, მზია ამაღლობელის გარდა კიდევ 7 კანდიდატი წარადგინეს.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.