ევროპელების თითქმის ნახევარი (47%) გაყინული საკვების ყიდვას ამჯობინებს, მათ შორის გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, – „ევროპულსის“ ცნობით, ასეთია ევროპის უდიდესი გაყინული საკვების კომპანიის, Nomad Foods-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ყოველწლიურად თითქმის 59 მილიონი ტონა საკვების ნარჩენები წარმოიქმნება. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა გაყინული თევზი, ხორცი, ფრინველი, ზღვის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეულია.