ევროკავშირის ქვეყნებს შორის მატარებლის ყველაზე პუნქტუალური მომსახურება ნიდერლანდებშია, – „ევროპულსი“ წერს, ეს ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის „ტრანსპორტი და გარემო“ (T&E) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.
ნიდერლანდებში 100 მატარებლიდან მხოლოდ 12-ს აქვს დაგვიანების ალბათობა.
ევროკომისია „ზუსტს“ უწოდებს მატარებლებს, რომლებიც მხოლოდ 5 წუთზე მეტხანს არ აგვიანებენ.
ყველაზე პუნქტუალური სარკინიგზო მომსახურების მქონე ქვეყნების რეიტინგში ნიდერლანდების შემდეგ მოდიან ბელგია, ბულგარეთი და დანია.
ხოლო რუმინეთი აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც მატარებლები ყველაზე ხშირად აგვიანებენ: ისინი დროულად მხოლოდ ხუთიდან ერთხელ მოდიან. მატარებლების პუნქტუალურობის მხრივ ვითარება ასევე ცუდია ბელგიასა და საბერძნეთში.