საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 28.169 მლნ დოლარის ღირებულების 7 237 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები სწორედ იმ პერიოდიდან არის ხელმისაწვდომი).

აღსანიშნავია, რომ second hand-ის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა წელს იანვარ-აგვისტოში ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახლების საქონელი გასულ წელს თურქეთიდან და აშშ-დან შემოვიდა.

მეორეული ტანსაცმლის top-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  • თურქეთი - 11.066 მლნ დოლარის 2 695 ტონა
  • აშშ - 4.782 მლნ დოლარის 343.5 ტონა
  • ნიდერლანდები - 2.921 მლნ დოლარის 342.8 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - 2.277 მლნ დოლარის 921.5 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.506 მლნ დოლარის 580.4 ტონა

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ნახმარი ტანსაცმელი იყიდა პაკისტანში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ.

წყარო: www.bpn.ge