მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 062.8 ტონა. შესაბამისად საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს.
2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებით ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა:
- იტალია - 1 179.3 ტონა;
- ესპანეთი - 1 171.2 ტონა;
- საფრანგეთი - 540.3 ტონა;
- რუსეთი - 413.4 ტონა;
- გერმანია - 382.9 ტონა;