Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ამ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) სანქციების დაწესებას განიხილავს.

აქამდე, რამდენიმე პროკურორსა და მოსამართლეს ვაშინგტონმა კონკრეტული სანქციები უკვე დაუწესა.

ექვსმა ინფორმირებულმა წყარომ, ანონიმურობის საფუძველზე, განაცხადა, რომ მსგავსი "ორგანიზაციული სანქციების" დაწესება მალე იქნება მოსალოდნელი. მათზე დაყრდნობით, ცნობილია სასამართლოს მაღალჩინოსნების გადაუდებელი სხდომის შესახებ, რომელზეც შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს. დამატებით ორი წყარო ამბობს, რომ შეხვედრა სასამართლოს წევრი ქვეყნების დიპლომატებმაც გამართეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სასამართლო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პერსონალზე "საკუთარი იურისდიქციის გაავრცელებაში" დაადანაშაულა და დაამატა, რომ ვაშინგტონი შესაბამის ზომებს მიიღებდა. 

"მას [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს] აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს კურსი კრიტიკული და სტრუქტურულად შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღებით. აშშ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაიცვას საკუთარი სისტემის წევრები და სხვები მანამ, სანამ სასამართლო ჩვენი ერისთვის საფრთხედ დარჩება." - განაცხადა სპიკერმა. ამასთანავე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სასამართლოს "ამერიკისა და ისრაელის სახელმწიფოებისთვის ეროვნული საფრთხე" უწოდა.