ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia Corp. ChatGPT ჩატბოტის შემქმნელ OpenAI-ში 100 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

ორშაბათს, კომპანიებმა ხელი მოაწერეს შესაბამის განზრახულობის წერილს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ., ნათქვამია Nvidia-ს პრესრელიზში.

პარტნიორობა მოიცავს OpenAI-ის ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისთვის Nvidia სისტემების განლაგებას, რომელთა საერთო ენერგომოხმარება მინიმუმ 10 გიგავატი იქნება.

interfax - ზე