ერევანი - ბათუმი - ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის  შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“  ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ – ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1  ოქტომბრამდე შესრულდება.  

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.